“ქართული ოცნების” აქციის გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლები თავისუფლების მოედნიდან წაიყვანა. ამის შესახებ ფეისბუქზე წერს ორგანიზაციის “პროექტი ცხოველებისთვის” დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე.
“თქვენმა სამსახურმა “ოცნების აქციის” წინ მოხიკა მიუსაფარი ძაღლები, ჩატენა მანქანაში და წაიყვანა. ჰოდა, იქნებ აგვიხსნათ, რა პროტოკოლია? სად აჩერებთ და როდის აბრუნებთ? როგორ უზრუნველყოფთ, რომ თქვენ ბანძ თავშესაფარში ჭირს არ აიკიდებენ? თუ ცხოველებზე და მათ სტრესზე ზრუნავთ, 20 ოქტომბერს რატომ არ იზრუნეთ და წაიყვანეთ? ან ცრემლსადენი გაზის დროს სად იყავით?? ჩვენ რომ ვასულიერებდით ძაღლებს?” – დაწერა მარიამ ცერცვაძემ.
ძაღლების გადაყვანა დაადასტურა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ და ეს ფაქტი ცხოველებზე ზრუნვით სცადა აეხსნა:
დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ შეკრებას გამართავს. ღონისძიება თავდაპირველად 16:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა დაანონსებიდან მეორე დღეს დრო შეიცვალა და ის 19:00 საათზე დაიწყება. პარტიას აქციაზე სხვადასხვა რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და მოქალაქეები.
მთავარი ფოტო: ტონი ვაჭარაძე
იურისტი ხსნის, რატომ გადაწია „ოცნებამ“ თბილისში დაგეგმილი შეკრების დრო