შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ხვალინდელ, 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

შსს-ში ამბობენ, რომ მოსალოდნელია გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა და მოუწოდებენ მოქალაქეებს, „თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან“.

„ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს  23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე.
მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.