საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი, მარჯვენა მცველი ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფეხბურთელი გარდაცვლილ მდგომარეობაში ათენში, საკუთარი სახლის აუზში იპოვეს.
ბალდოკი ინგლისში დაბადებულია ბერძნული ფესვებით. ის შეფილდში თამაშობდა, თუმცა ზაფხულში ბერძნულ პანათინაიკოსში გადავიდა.
საბერძნეთის ნაკრებში ბალდოკს 12 თამაში აქვს ჩატარებული. ბოლოს მან თბილისში ითამაშა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეიოფის ფინალში. ეს მატჩი საქართველო პენალტების სერიაში მოიგო.





