ბილაინი აბონენტებს ბოდიშს უხდის და უფასო სასაუბრო წუთებს ჩუქნის

ბილაინი თავის ქსელში ჩართულ აბონენტებს ბოდიშს უხდის და შიდა ქსელებში სასაუბროდ 60 წუთს ჩუქნის.

ბოდიშის მოხდის მიზეზი 19 ოქტომბერს ქსელის შეფერხებული მუშაობა იყო. გუშინ, თითქმის მთელი დღის მანძილზე ვერ ხერხდებოდა ბილაინის აბონენტებთან დაკავშირება. ქსელში ხარვეზები დღის ბოლოს გასწორდა.

დღეს კი ბილაინი აცხადებს, რომ 21 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, აბონენტებს უფასო სასაუბრო წუთების მიღება  შეეძლებათ ნომერზე 111 მესიჯის გაგზავნით, ან ამავე ნომერზე დარეკვით.