ბილაინის ქსელის აბონენტებთან დაკავშირება არ ხერხდება

ბილაინის აბონენტებთან დაკავშირება მეორე საათია ვერ ხერხდება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების ნომერზე აცხადებენ, რომ სერვერები გათიშულია და ქსელი შეფერხებით მუშაობს. აქვე გვითხრეს, რომ ქსელში პრობლემები დღის ბოლომდე გასწორდება.