შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 400 მილიონი ევრო იქნება, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.

კიევი სტოკჰოლმისგან სხვადასხვა შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს Robot System 70.

გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს ჯავშანგამანადგურებელ ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ყუმბარამტყორცნელებს და აღჭურვილობას.

დახმარება გათვალისწინებულია საზღვაო ძალებისთვისაც, კერძოდ კი, ექვსი კატერის, Combat Boat 90-ის და მისთვის აუცილებელი აღჭურვილობის სახით.

პაკეტში აგრეთვე გამოყოფლია თანხები გამანადგურებლის, JAS 39 Gripen-ის სათადარიგო ნაწილების შეძენისთვის. თუმცა კიევისთვის ჯერ არ გადაუციათ. შვედეთში არ გამორიცხავენ, რომ უკრაინას მოგვიანებით ამ ტიპის თვითმფრინავებიც გადასცენ.