რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში, სულ მცირე, 2 ავტომობილი დაზიანდა.

სხვა დეტალები– მაგალითად, არიან თუ არა დაშავებულები – ამ ეტაპზე უცნობია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, მომხდარის გამო შეზღუდული იყო მოძრაობა როგორც გვირაბში, ასევე გზის სხვა მონაკვეთებზეც.


გარეკანის ფოტო: „მთავარი არხი“