ავღანეთში ნატოს რვა ჯარისკაცი დაიღუპა

დღეს ავღანეთში ნატოს რვა ჯარისკაცი დაიღუპა. შედეგად, მხოლოდ ორი დღის მანძილზე ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

არ არის ცნობილი, თუ რა ეროვნების არიან დაღუპული ჯარისკაცები. აისაფი მათი ეროვნების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ავღანეთის ომში მხოლოდ ოქტომბრის თვეში 41 უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა. მთელი წლის მანძილზე კი დაღუპულების რიცხვი ხუთასს აჭარბებს.

cnn