თურქეთის მიერ ჩამოგდებული SU 24-ის მეორე პილოტი გადაარჩინეს

Update: Russian pilot picked up by the Syrian Army should be taken to Russian airbase, says Russian ambassador https://t.co/D6h1A02aqg

— BBC Breaking News (@BBCBreaking) November 25, 2015

გადარჩენილ პილოტს გმირობისათვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმეტ პუტინი “ოქროს ვარსკვლავის” ორდენით დააჯილდოებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ადასტურებს, რომ მეორე პილოტი და მეზღვაური, რომელიც პილოტების გადასარჩენად ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, დაიღუპნენ.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს თურქეთში სტუმრობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

#BREAKING Putin calls for Russians not to visit Turkey after plane downing

— Agence France-Presse (@AFP) November 25, 2015

24 ნოემბერს თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოწოდების მიუხედავად არ დატოვა საზღვარი. როგორც თურქეთი აცხადებს,  თვითმფრინავი 10-ჯერ გააფრთხილეს. რუსული მხარე კი საზღვრის დარღვევის ფაქტს უარყოფს. საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში ნატოს სპეციალური სხდომა გაიმართა.

თურქეთის მიერ ჩამოგდებული SU 24-ის მეორე პილოტი გადაარჩინეს