საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ188–კმ198 (უშგული– ლასდილი) და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ142–კმ157 (ცანა–ლასდილი) მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
დიდთოვლობის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
დიდთოვლობის გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
დიდთოვლობის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ19–კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;