გადარჩენილი შველი მტირალას პარკში გაუშვეს

 

გადარჩენილი შველი

 

შველი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა რეაბილიტაციის მიზნით ვეტერინართან გადაიყვანეს, მას გარეგანი დაზიანებები ჰქონდა. მოგვიანებით კი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

 

შველი შპს „მაჭახელაჰესის“ ტერიტორიაზე წყალმიმღებთან იყო ჩავარდნილი. ეს ინფორმაცია დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შევიდა.