ბრიუსელში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი შიში გამოწვეულია იმით, რომ შეიძლება რამდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა, ერთდროულად რამდენიმე ადგილას გახსნას ცეცხლი.

 

ბიბისის ცნობით, რამდენიმე თავდამსხმელი, რომელმაც პარიზში 130 ადამიანი მოკლა, ბრიუსელში ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი, დიდი ალბათობით ბელგიაში დაბრუნდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

ბრიუსელში მეტრო კვირადღემდე არის დაკეტილი და მოსახლეობას თხოვენ, არ გაჩერდნენ  ხალხმრავალ ადგილებში. გარდა ამისა, მთავრობამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის, საფეხბურთო მატჩებიც, გადაიდოს.

 

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ბელგიის სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ზომები შედარებით დაბალ დონეზეა. შარლ მიშელის თქმით, ბელგიის მთავრობა ბრიუსელის უსაფრთხოების საკითხებს კვირას მიმოიხილავს.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ მათ ტერიოტორიაზე დააკავა მაროკოელი პიროვნება, რომელიც ბელგიის მოქალაქე აღმოჩნდა. როგორც გამომცემლები წერენ, დაკავებული პარიზში სხვადასხვა ტერიტორიას ზვერავდა.

 

ბრიუსელის ქუჩებში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. ფოტო: როიტერი

 

საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა