მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთის ახალი მფლობელი შპს „ბიზნეს დეველოპმენტია“, რომელიც 2015 წლის ივნისში დაფუძნდა. მის წილების 100% შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფლობს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, კომპანიის საიტის მიხედვით, 2005 წელს შეიქმნა და ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს ძირითადად იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
თანამშრომლობს თუ არა კომპანია საპარტნიორო ფონდთან, რომელი კომპანიები არიან მისი პარტნიორები მწვანე კონცხის პროექტში, რა გეგმები გაქვთ და ან რა კავშირები იმ ფირმებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს სახელს უკავშირდება? – ამ კითხვების პასუხად კომპანიიდან შემდეგი SMS-ს შეტყობინება მივიღეთ: „სამწუხაროდ „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენს მიერ დასმული კითხვების და საკითხის გარშემო, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია“.
