განმეორებითი სტიქიის გამო ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთი ისევ დაიკეტა

ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების  მიზნით აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დაიკეტა.


ამ დროისათვის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, უკვე დაიწყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.