იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) განაცხადა, რომ 30 სმ-იანი ცუნამი დაფიქსირდა სამხრეთით, ნაკანოშიმას კუნძულზე.

 

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. ჯერ-ჯერობით არ არსებობს არანაირი ინფორმაცია დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ.


2011 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ცუნამი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაშიც გამოიწვია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი და დაკარგულია 18 ათასზე მეტი ადამიანი. სტიქიის შედეგად დაზარალებული 230 ათასამდე ადამიანი დღემდე ელოდება საკუთარ სახლში დაბრუნებას.

© BBC

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *