ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატმა დაბა შორაპანში სტალინის ძეგლი დადგა

ტარიელ თუთარაშვილის ინფორმაციით, სტალინის ძეგლი დაბა შორაპნის მაცხოვრებლებმა გუშნ გვიან ღამით შეღებეს.

 

როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, კობა გოჩელეიშვილმა სტალინის ძეგლი ყოველგვარი ნებართვის გარეშე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიაზე დადგა და გამგეობა ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. თუთარაშვილის თქმით, იოსებ ჯუღაშვილის შეღებილი მონუმენტის დემონტაჟი მალე დაიწყება.

შეღებილი სტალინის ძეგლი. დაბა შორაპანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. სქრინი: ტელეკომპანია იმედი
შეღებილი სტალინის ძეგლი. დაბა შორაპანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. სქრინი: ტელეკომპანია იმედი