ლადო ბედუკაძე პროკურატურაში გამოკითხეს

პროკურატურის ცნობით, ნინო ჯღარკავამ თბილისის პროკურატურაში შეიტანა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მასა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის სოციალური ქსელით იყო მიმოწერა ეგრეთ წოდებულ ციხის კადრებთან დაკავშირებით.

 

ნინო ჯღარკავას თქმით, ეს მიმოწერა იყო გაყალბებული, ხოლო თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული ფაქტების გადამოწმება, არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები.  ამ მიზნით ბედუკაძე გამოსაკითხად დაიბარეს.

 

პროკურატურის ცნობით, ასევე გამოიკითძხება ყველა ის პირი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს შემხებლობა აღნიშნულთან.

 

პროკურატურა