პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე კონტექსტში აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შესახებ. აშშ-ის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა.

ამერიკელ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილი იან კელის შეხვდა. 29/10/15

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *