თურქეთში პოლიციამ მედიაორგანიზაცია შტურმით აიღო

როგორც ბრიტანული მედია წერს, მედიაორგანიზაციის ერთ-ერთი ტელევიზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური ხელსაწყოები გამოიყენეს Kanalturk-ის ოფისის შესასვლელების გასაღებად. მათ ასევე ოფისის წინ შეკრებილი მხარდამჭერები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაარბიეს.

 

ტელევიზიის შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია. ფოტო: EPA/ZAMAN NEWSPAPER

 

მედიაორგანიზაცია ამერიკაში მოღვაწე თურქ ფეითჰულა გიულენს ეკუთვნის, რომელიც მოძრაობა “ჰიზმეტის” სულიერი ლიდერია და მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ ითვლება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით Koza-Ipek-ის ოფისების დახურვა ორშაბათს გადაწყდა. მედიაორგანიზაციას ტერორიზმის პროპაგანდაში ედება ბრალი, თუმცა ის ბრალდებას უარყოფს.

 

საპარლამენტო არჩენები თურქეთში 1 ნოემბერს გაიმართება.

 

ტელევიზიასთან შეკრებილი მხარდამჭერები პოლიციამ დაარბია. ფოტო: EPA/ZAMAN NEWSPAPER

 

ევროპარლამენტი უკვე გამოეხმაურა თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ამასთან დაკავშირებით ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა,  რომ თავისუფალი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია.

 

Deeply concerned abt seizure of Koza Ipek group right ahead of 1/11 elections in #Turkey. Free media a cornerstone of vibrant democracies

— EP President (@EP_President) October 27, 2015

 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ამერიკა აგრძელებს თურქეთის მთავრობის დარწმუნებას, რომ მათ შეინარჩუნონ დემოკრატიული ფასეულობები, ისეთი როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება.

 

ტელევიზიასთან შეკრებილი მხარდამჭერები მის დახურვას აპროტესტებენ. ფოტო: EPA/DENIZ TOPRAK