“როცა რეგიონსა და მსოფლიოში კრიზისი ხდება, ერთი ქვეყანა იქ ვერ იმარჯვებს და ვერ აკეთებს სასწაულებს. რეგიონში რა კრიზისიც მოხდა და იქ რაც განიცადა ვალუტის კურსმა, [საქართველოს ვალუტის კურსიც] ამის მსხვერპლი იყო. კიდევ ეჭვები ჩნდება, რომ ჩვენი ეროვნული ბანკი ადეკვატურად ვერ მოქმედებდა და ამაზე ჩვენ ცოტა გვიან გავაკეთებთ [განცხადებას]. თუ გინდ შარშანდელი წელი რომ აიღოთ, ასეთ პირობებშიც კი 3%-იანი ზრდა იყო საქართველოს ეკონომიკაში, რეგიონშიც და ევროპაშიც ყველაზე დიდი იყო. როდესაც არის კრიზისი და ეკონომიკაში არის პრობლემები, რეგიონში თუ მსოფლიოში, ერთი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული.

თქვენ გინდათ ხვალ შვეიცარიასავით იცხოვროთ? ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, ბოდიში მოიხადეთ. თუ ხვალ ითხოვთ შვეციას, ბოდიში მოიხადეთ. მაშინ მიიღებთ ახალ უბედურებას, თუ საზოგადოება მოითხოვს, რომ ხვალ შვეიცარია უნდა მოახერხოს ღარიბაშვილმა და მთავრობამ და გადაუსწროს შვეციას. თუ რეალობას დავკარგავთ და ნაციონალები დაარწმუნებენ ხალხს, შვეცია რატომ არ არისო, ახალ პრობლემას მივიღებთ. მაგრამ მე არა მაქვს ამის შიში.

ამბობენ, რომ ტურიზმი დაეცა და ეს არის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზი, ტურიზმი ორწელიწადნახევარში, რამეთუ მეტი სტატისტიკა ჯერ არ დევს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი სამ მილიარდ თუ რაღაც არის მეტი, ვიდრე მთელი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში.

ის, რომ ვიღაცამ მოგვთხოვოს ჩვენ ევროპის ეკონომიკა, ან ყაზახეთის, ან აზერბაიჯანის, ან რუსეთის ან იქ რაც მოხდა ძვრები, ბოდიში მომითხოვია. იმის ანალიზის უნარი უნდა გვქონდეს და გავიგოთ, რომ იმ პრობლემებში, რაც შარშან იყო, ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით. ყველაფერი შედარებითია. ჩვენ ვართ პირველები რეგიონშიც და ევროპაშიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით,’’ – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

ბიძინა ივანიშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *