“მთავარი იდეოლოგი ამისი იყო სააკაშვილი და სწორედ ის იყო და მისი ლიდერები ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედი. ამიტომ თქვენ, ქართველმა ხალმა, მათ საბოლოოდ უთხარით ბიძინა ივანიშვილთან ერთად უარი 1 ოქტომბერს. მე მჯერა, რომ ეს უარი დადასტურდება 2016 წლის ოქტომბერშიც.
ჩემთვის პირადად, აი, ის მთავარი დაქირავებული მწამებელი, რომელსაც 30 ლარს უხდიდნენ, რომ ქართველი კაცი გაეუპატიურებინა – ის არის სახე სააკაშვილის, მთელი ნაციონალური მოძრაობის. ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან საქართველოში,”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში გააკეთა, სადაც ის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოსო დანელიას წარსადგენად იმყოფებოდა.
