თსუ-ს რექტორის არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებმა ორი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ: აუცილებელია, კანდიდატს  უმაღლესი განათლება ჰქონდეს და უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმა და კონცეფცია წარმოადგინოს.

კანდიდატების რეგისტრაცია, დადგენილების მიხედვით, 2010 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბრამდე გასტანს 

თსუ-ს აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს 27 დეკემბერს განიხილავს და რექტორსაც, ხმათა უმრავლესობით, იმავე დღეს აირჩევს.