ტურისტული კომპანიები სპეციალური ვაუჩერებით ისარგებლებენ

სპეციალური ვაუჩერის მფლობელი ტურისტული კომპანიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურებში გაერთიანებულ მუზეუმ-ნაკრძალებში განსხვავებული ტარიფებითა და გამარტივებული საგადასახადო სისტემით ისარგებლებენ.

ვაუჩერის მფლობელი ტურისტული კომპანიების დახმარებით, მუზეუმ-ნაკრძალებში შესული ხუთი ან მეტი დამთვალიერებელი ჯგუფად ჩაითვლება, გაუუქმდება გიდის გადასახადი და გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ტურისტულ კომპანიებს ამ სერვისს მუზეუმ-ნაკრძალების პოპულარიზაციის მიძნით სთავაზობს.