“აღნიშნული შეხვედრები არის ტექნიკური ხასიათის მატარებელი და ის ეხება იმას, რომ საქართველოზე გადის ტრანზიტული გაზი “გაზპრომის”. იქ არის მხოლოდ ტექნიკური დეტალები ტრანზიტთან დაკავშირებით. ვერანაირ პოლიტიკურ თუ სხვა მოტივაციას ვერ შემოვიტანთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ეკონომიკის მინისტრი ამ განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებაზე შეხვედრებს მართავს “გაზპრომის” წარმომადგენლობასთან.

დიმიტრი ქუმსიშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *