ებრაელების განადგურების ფრანგული დირექტივები

საფრანგეთში ანონიმურმა დონორმა ჰოლოკოსტის მუზეუმს  დოკუმენტაცია გადასცა.

დოკუმენტებში მოცემულია ვიშის მთავრობის ლიდერის ფილიპ პეტენის დირექტივები, თუ როგორ უნდა იქნენ ებრაელები  ფრანგული საზოგადოებიდან გამოდევნილი.

საბუთების მიხედვით, მტკიცდება, რომ საფრანგეთის კოლაბორაციონისტი მთავრობის წარმომადგენლები  გერმანელ ნაცისტებზე არანაკლებად იყვნენ ანტისემიტიზმით შეპყრობილნი და მათ ფარულ რეპრესიებს მრავალი ებრაელი შეეწირა. 
Associated Press