საქართველოში დღეს დილით განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ოთხი ევროპარლამენტარი წერილით მიმართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელს და სთხოვენ, დაიწყოს მიზანმიმართული სანქციების მომზადება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებისადმი.
ბორელისადმი წერილი სამი კითხვისგან შედგება:
წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები ოთხი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან: ტეის რეუტენი (სოციალ-დემოკრატები), ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი), პეტრას აუსტრევიჩიუსი (Renew Europe) და მირიამ ლექსმანი (ევროპის სახალხო პარტია).
🇬🇪🇪🇺 We ask HR/VP @JosepBorrellF to start preparing targeted sanctions against those in Georgia who are steering the country away from its European future.👇We will continue to support Georgia’s pro-European people. pic.twitter.com/9RKPDAF0ed
— Thijs Reuten 🇪🇺🌹 (@thijsreuten) May 13, 2024
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დილის 09:00 საათზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსული კანონს.
კომიტეტის სხდომა ზუსტად 67 წამს გაგრძელდა. ამ ეტაპზე, როგორც წესი, პროცედურა მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს.