ესტონეტის პრეზიდენტმა სააკაშვილს მიუსამძიმრა

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, წერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.
ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა მიხეილ სააკაშვილს, ავღანეთში  ნატოს სამშვიდობო ოპერაციის დროს 4 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა.