„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შვედეთის საელჩოს მიმდენარე ტერიტორიაზე, მაშინ მოხდა, როცა კლდიაშვილი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
IDFI-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ თავდამსხმელი კლდიაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.