საპროტესტო აქციები რეიკიავიკში

ევროპაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს არც ისლანდიელები ჩამორჩნენ და რეიკიავიკში რამდენიმეათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ეკონომიკური კრიზისის დროს მთავრობის მიერ გატარებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი მიტინგი აგრესიულ შეხლა-შემოხლაში  მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მთავრობის წარმომადგენლები მომიტინგეებთან შესახვედრად გამოვიდნენ. პოლიტიკოსები მალე იძულებული გახდნენ, თავი პარლამენტის შენობისთვის შეეფარებინათ. მომიტინგეების მიერ ნასროლი კვერცხებიდან რამდენიმე პრემიერ მინისტრსაც კი მოხვდა.

 

გარდიანი