ქება და ფინანსური მხარდაჭერა ერაყელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების გამო,  ერაყი შეაქო და დაპირებული 3,7– მილიარდიანი სესხის ფარგლებში კიდევ 749 მილიონი დოლარი გამოუყო. ერაყის ეკონომიკის 90% ნავთობის გაყიდვაზეა დამოკიდებული და ომის დროს გაპარტახებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მას ნამდვილად სჭირდება თანხები.