სრული სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებს – ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელ „X-ზე“ წერს, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპული ღირებულებების დემონსტრირებას ახდენენ.

მიხაელ როთი პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 17 აპრილს განაცხადა, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ირაკლი კობახიძეს გერმანიაში ვიზიტისას კანცლერ შოლცთან შეხვედრებზე უთხრეს, რომ რუსული კანონი ცუდია და საქართველომ ის არ უნდა მიიღოს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა!

გარწმუნებთ, რომ ბუნდესტაგის სრული უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოური აგენტების კანონს.“ გთხოვთ, გაიწვიეთ კანონპროექტი!

სრული სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი, ევროკავშირის ღირებულებების დემონსტრირებას ახდენენ“, — წერს მიხაელ როთი.

17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

„კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა“ — ვაშინგტონმა რიტორიკა დაამძიმა

ევროპარლამენტარი: ამ კანონს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და არა ევროკავშირში

შარლ მიშელი რუსულ კანონზე: პირდაპირ ვიტყვი, ის დააშორებს საქართველოს EU-სგან

EU-ს ელჩი: უდიდესი პარადოქსია, რომ ევროკავშირის კარი გაიღო და თბილისიდან შერეული სიგნალები მოდის