გეი ფილმების ფესტივალი დაარბიეს

ინდონეზიაში მიმდინარე გეი ფილმების ფესტივალი მუსლიმური საძმოს წევრებმა დაარბიეს, იუწყება ბრიტანული გარდიანი.

ფესტივალი უკვე მეცხრე წელია იმართება და ყოველთვის თან  ექსცესები ახლავს. ამჯერადაც, სერიოზული შეხლა-შემოხლა მოხდა ფესტივალის ჩაშლის მსურველთა და პოლიციას შორის.

ინციდენტის გამო, ფრანგულმა და იაპონურმა კულტურის ცენტრებმა უარი განაცხადეს ფესტივალში მონაწილეობის გაგრძელებაზე, ხოლო გოეთეს გერმანული კულტურის ცენტრი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც, ინციდენტების მუხედავად, ფილმების ჩვენების გაგრძელებაზე დათანხმდა.