ახალი ამბები

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ — 9 აპრილს მარში გაიმართება

8 აპრილი, 2024 • 757
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ — 9 აპრილს მარში გაიმართება

ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება მარში, სახელწოდებით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“. მარშის ორგანიზატორები არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS”, “დემოკრატიის მცველები”, “სამართლიანი არჩევნები (ISFED)” და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”.

“9 აპრილს, 18 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ნათქვამია განცხადებაში.


მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, “რუსული კანონის” მიღებაზე უარის თქმიდან ერთი წლისთავზე “ქართული ოცნება” იდენტურ კანონპროექტს აინიციირებს.

3 აპრილს პარტიის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ძველ და ახალ “რუსულ კანონებს” შორის განსხვავება მხოლოდ სახელშია – “უცხოური გავლენის აგენტის” ნაცვლად ახლა მათი სამიზნე არის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი