მოლდავეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

მოლდავეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ახალი არჩევნების დღედ 28 ნოემბერი გამოაცხადა. პარლამენტის დათხოვნის მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გახდა, რომლის განმუხტვა რეფერენდუმის ჩატარებამაც ვერ შეძლო. ევროინტეგრაციის მომხრე მმართველი ალიანსი და ოპოზიციური კომუნისტური პარტია, სრულიად რადიკალური შეხედულებების გამო, საკითხთა უმრავლესობაზე ვერ თანხმდება, კომპრომისზე წასვლა კი არცერთ მხარეს არ სურს. 2009 წლის შემდეგ მოლდავეთში ეს მესამე არჩევნები იქნება.

financil times