შსს-მ ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა.

სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილები კ.ღ და ზ.ნ  200 ათასი აშშ დოლარის გამოსასყიდს ითხოვდნენ, მეწარმე გოჩა კახაბერიძის გათავისუფლების სანაცვლოდ.

სისხლის სამართლის საქმეს კუდი იძიებს.