რომელი ავტობუსები იმოძრავებს მატჩის დღეს 2:00 საათამდე — სია

თბილისში, დინამო არენაზე საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით რიგ მარშრუტებზე ავტობუსების მუშაობის დრო 2:00 საათმდე გახანგრძლივდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 26 მარტს, 00:00 საათის ნაცვლად, 2:00 საათმდე როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება ავტობუსები:

მატჩის დღეს 2:00 საათამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

ხვალ, 26 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის გამარჯვებული 2024 წლის ევროპის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.