კოსოვოს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

კოსოვოს პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა ,,გარდიანი’’ იუწყება.

ფატმირ სეიდიუ ქვეყნის პირველი პრზიდენტი და ამავდროულდ მმათველი პარტიის ლიდერი გახლდათ, რაც ახალი კონსტიტუციის თანახმად აკრძალულია.

უმაღლესი სასამართლომ, რომლის 9 წევრიდან 3 ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ არის დანიშნული, პრეზიდენტი არჩევანის წინაშე დააყენა და სეიდიუმ პარტიის ლიდერად დარჩენა ამჯობინა.

მის მიერ მართული დემოკრატიული კოალიცია ქვეყანაში წამყვანი პოლიტიკური ძალაა და პარლამენტშიც ადგილთა უმრავლესობას ფლობს.