ირანში სასამართლომ ორი ოპოზიციური პარტია გააუქმა

ირანში მომხდარი მღელვარების შედეგად, საპროტესტო აქციების შემდეგ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ორივე პარტიის არსებობა ეროვნული უსაფრთხოებისათვის სახიფათოთ ჩათვალა და სასამართლოს მიმართა.

სასამართლომ კი ოპოზიციურ პარტიებს აქტივისტების ყოლის უფლება ჩამოართვა.

ორივე პარტია ოპოზიციონერ მირ ჰუსეინ მუსავის მხარდამჭერად ითვლებოდა, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში აჰმადინეჯადის მთავარი კომკურენტი იყო.

ირანში მომხდარი მღელვარების დროს ორივე პარტიის მრავალი აქტივისტი იქნა დაკავებული და გასამართლებული.