კომპიუტერულმა ვირუსმა ირანის ბირთვული სააგენტო დააზარალა

მსოფლიოში გავრცელებულმა ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა “სტაქსნეტმა” 45 ათასზე მეტი სისტემა დააზარალა, ძირითადი დარტყმა კი ირანის ბირთვულ სააგენტოებს მიაყენა.

 ,,Guardian’’-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსების აზრით ვირუსი კარგად დახელოვნებული რამდენიმე სპეციალისტის მიერ არის შექმნილი და ძირითადად იმ სისტემებს ანადგურებს, რომლითაც ქვეყნების ელექტრომომარაგების და წყალმომარაგების სააგენტოები არიან აღჭურვილნი.

ირანში ვირუსით მიყენებულ ზიანს მომაკვდინებლად არ თვლიან, თუმცა ამ ყველაფრის უკან ამერიკულ სპეცსამსახურებს ხედავენ და ამბობენ, რომ თეთრი სახლი კიბერშეტევაზე გადავიდა.