ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბეშიც ამოქმედდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 6 მარტს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1 აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, — განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

როგორც კალაძემ აღნიშნა, პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა,
09:00-დან 18:00 საათამდე.