მძღოლები უსაფრთხოების ღვედის შესახებ

იყენებენ თუ არა უსაფრთხოების ღვედს თბილისის მძღოლები და იცნობენ თუ არა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც განხირციელდა? ნეტგაზეთი თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მოძრავი ავტომობილების მძღოლებს გაესაუბრა.

მძღოლების უმეტესობა ფიქრობს, რომ კანონი, რომელიც ორი თვის წინ შევიდა ძალაში,  ჯერ არ ამოქმედებულა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე პრიმა მუხლით, 2010 წლის 1 აგვისტოდან უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაადგილება იმ ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კილომეტრ საათზე მეტი სიჩქარით, 40 ლარით ჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა არა მარტო მძღოლის, მძღოლის გვერდით მჯდომის, მიერ ღვედის გამოუყენებლობა.

ამის მუხედავად, არც ერთი გამოკითხული მძღოლი, ან მის გვერდით მჯდომი პირი, ღვედს არ იყენებდა. მძღოლების თქმით პოლიციას ისინი ღვედის გამოუყენებლობისთვის არ დაუჯარიმებია.