პარლამენტში ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტის რიგგარეშე სხდომაზე დაიწყო.
შესავალი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წარსდგა. ბაქრაძემ საზოგადოებრივი განხილვების კომისიის მუშაობაზე ისეუბრა და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნის მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართვა იყო, რაც ბაქრაძის თქმით, ნაყოფიერად განხორციელდა.
,,გათვალისწინებულ იქნა არასაპარლამეტო ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების შენიშვნები. დარჩენილ საკითხებზე კი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში დებატები გაიმართება’’, – განაცხადა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის ვადებთან დაკავშირებულ შენიშვნებს, რადგან მისი თქმით, განხილვა ერთი წელიწადის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ წუთებში პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი წარმოადგენს.