მოსკოვმა პოლონეთს კატინის ტრაგედიის დოკუმენტები გადასცა

23 სექტემბერს მოსკოვში გამართულ ოფიციალურ ცერემონიალზე რუსეთის წარმომადგენლებმა პოლონეთს  20 ტომიანი დოკუმენტების კრებული გადასცეს, რომელიც 1940 წელს კატინის ტყეში მომხდარ 22 000 პოლონელის ხოცვას ეხება. ’

ოცტომეული ძირითადად შედგება პოლონელი პატიმრების წერილების, დაკითხვის ოქმებისა და გარდაცვალების ცნობებისაგან.

წლების განმავლობაში საბჭოთა ისტორიოგრაფია და პროპაგანდა ამ ამაზრზენ ფაქტს ნაცისტურ გერმანიას აბრალებდა, საბოლოოდ აღიარება 1990 წელს მიხაელ გორბაჩოვის მიერ მოხდა.