შვეიცარიის მთავრობის საჩუქარი დევნილებს

შვეიცარიის მთავრობა ხვალ 45 დევნილს კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.  20 დევნილი ქუთაიში მსგავსი ფართებით უკვე დაკმაყოფილდა.

მსგავსი სახლები საქართველოს 5 ქალაქში აშენდა. თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და ქუთაისში. სულ აშენებულია 80 ბინიანი 10 სოციალური სახლი.

პროექტი ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში’’ წელს მეორედ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), თბილისის მერიის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და  მიერ განხორციელდა.

პროექტი მიზნად ისახავს, სოციალურად ყველაზე დაუცველი და უსახლკარო ფენის წარმომადგენლების (მათ შორის დევნილების) გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფას.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშროლობის სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა დერეკ მიულერმა აღნიშნა, რომ მათი ინტერესი დევნილთა პირობების გაუმჯობესებაა.

 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვენეოვან დღეს დავესწარი და დევნილიებს გასაღები თავად გადავეცი. ეს ის ხალხია, რომელსაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ბინები მათთვის ახალი ცხოვრების საწინდარი იქნება. მათი მდგომარეობა სერიოზულად გაუმჯობესდება. ჩვენი ინტერესიც სწორედ ეს არის“, განაცხადა დერეკ მიულერმა ქუთაისში.

 

ოჯახებს უფლება აქვთ, სახლებში იქამდე იცხოვრონ, სანამ სოციალურად დაუცველთა სტატუსი ექნებათ.