აზერბაიჯანი და საქართველო საზღვრის დემილიტარიზაციას განიხილავენ

23 სექტემბერს აზერბაიჯანი და საქართველო საზღვრის დემილიტარიზაციის საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს მდივანმა ელხან პოლუხოვმა განაცხადა.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის დემარკაციის სამსახურისა და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლები სასაზღვრო რეგიონში, ბალაკენში შეიკრიბებიან.

ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღონია უხელმძღვანელებს.