სამხედრო აღული ირანში მსხვერპლით დასრულდა

ბი ბი სის ცნობით,ათი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა აფეთქების შედეგად ირანში, სამხედრო აღლუმის დროს/

ადგილობრივი მთავრობა მომხდარში ე.წ. ”რევოლუციის მოწინააღმდეგეებს” ადანაშაულებს.

აფეთქებისას არც ერთი სამხედრო პირი არ გარდაცვლილა. ბი ბი სი-ს ცნობით, მეჰამედში მომხდარი აფეთქებისას ძირითადად ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ბომბი ხეზე იყო მიმაგრებული და მასზე დამონტაჟებული იყო ”თაიმერი”.

მთავრობის წარმომადგენელი, ვაჰიდ ჯალალზადეჰი, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ აფეთქება 50 მეტრის რადიუსში  გავრცელდა. დაღუპულთა შორის ორი აღლუმის მონაწილე ოფიცრის მეუღლეა.

რაც შეეხება დაჭრილებს, ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა- წერს ბიბისი.

აღლუმის ჩატარების მიზეზი ირანში  ერაყთან ომის დაწყების 30 წლისთავი იყო.