ვატიკანი ახალ სკანდალში

სექსუალური სკანდალების შემდეგ ვატიკანი ახალ უსიამოვნებაში გაეხვა, კერძოდ ვატიკანის ბანკის 2 მაღალი რანგის თანამშრომელი ფინანსურ მაქინაციებსა და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი. საქმე საკმაოდ დიდ თანხას ეხება, რომელიც ესპანურ და გერმანულ ბანკებში არალეგალურად ირიცხებოდა, გამომძიებლები არ გამორიცხავენ ამ საკითხთან იტალიური ბანკების კავშირსაც.