ახალი ამბები

უკრაინა რუსული ხომალდის, „ივანოვეჩის“ ჩაძირვის შესახებ იუწყება

1 თებერვალი, 2024 • 5666
უკრაინა რუსული ხომალდის, „ივანოვეჩის“ ჩაძირვის შესახებ იუწყება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო [ГУР] იუწყება, რომ 31 იანვრისა და 1 თებერვლის ღამეს სპეცდანიშნულების რაზმმა გაანადგურა რუსული შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატერი „ივანოვეცი“.

უწყების გავრცელებული განცხადების თანახმად, ოპერაციის დროს კატერი ოკუპირებულ ყირიმში, ტბა დონუზლავში იმყოფებოდა. „კორპუსში პირდაპირი მოხვედრის შედეგად ხომალდმა მიიღო დაზიანებები, რომლებიც არ ითვალისწინებს მოძრაობის შემდგომ გაგრძელებას“, – ციტირებს განცხადებას „უკრაინსკა პრავდა“.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ხომალდის დაახლოებითი ღირებულება 60-70 მილიონი ამერიკული დოლარია.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში ამბობენ, რომ ეს „საკმაოდ არსებითი დანაკარგია“, იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ შავი ზღვის ფლოტს მხოლოდ სამი ასეთი კატერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი