ალ-ქაიდამ გატაცებულების სანაცვლოდ საფრანგეთს მოთხოვნებს წაუყენებს

ალ-ქაიდას ჩრდილოეთ აფრიკის ფრთამ აიღო პასუხისმგებლობა ნიგერში გასულ კვირას განხორციელებულ გატაცებაზე. ფრანგული კომპანია “არევანას” შვიდი თანამშრომელი, რომელთაგან 5 საფრანგეთის მოქალაქეა, ურანის მაღაროდან გაიტაცეს. ალ-ქაიდას მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის თანახმად, სწორედ მათ გაიტაცეს  და ისინი საფრანგეთის მთავრობას მალე წაუყენებენ მოთხოვნებს.