ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს შეუერთდა

1 თებერვალი, 2024 • 1130
სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს შეუერთდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი სომხეთში ოფიციალურად 1 თებერვლიდან შედის ძალაში.

სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუსის რატიფიცირება მოახდინა  2023 წლის 3 ოქტომბერს.

სომხეთში რომის სტატუსის რატიფიცირების საკითხმა რუსული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს საერთაშორისო ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ რომის სტატუტით რატიფიცირებულმა ქვეყნებმა უნდა დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი მისი ამ ქვეყნებში ვიზიტის შემთხვევაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ეს ნაბიჯი “არამეგობრულად” მიიჩნი და განმარტებები მოითხოვა. 

სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენიმეჯერ განაცხადეს, რომ რომის სტატუტის რატიფიკაციას არ აქვს არანაირი საერთო რუსეთთან და ის მიმართულია აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში სომხეთში ჩადენილ დანაშაულებთან. 

სომხეთის მთავრობამ რომის სტატუტის ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წელს მიმართა.

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინის დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. შესაბამისად, რუსეთი წინააღმდეგი იყო სომხეთის მიერ რომის წესდების რატიფიცირებისა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2016 წელს განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა რომის წესდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი